შუალედი - დან - მდე
 
 


ქარის პირდაპირ, ქარის პირდაპირ


[ციკლიდან „ეპოქა“]

ხმა ძახილისა მათისა
ჰგავდა ჰაერთა ქუხილსა.
შოთა რუსთაველი

ქარის პირდაპირ! ქარის პირდაპირ!
გავშლით იალქანს, ზღვას მივეცემით,
მოგონებაში დარჩა ედემი,
ჩვენ მშვიდობიანს გავშორდეთ ნაპირს,
რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, მარცხნივ!
ქარის პირდაპირ, ქარის პირდაპირ!

[1928]