შუალედი - დან - მდე
 
 


უკმარობის ნიაღვარი


[ციკლიდან „ეპოქა“]

სიცოცხლეო, როგორა ვქნა,
თუ კი ღელავს გულში გრძნობა,
არ ავუხსნა სიხარული?
არ შევჩივლო უკმარობა?

ო, დაჰკარი, დაჰკარ ჩაქუჩს,
თავს ნუ იგრძნობ ახლა ობლად,
რომ აენთოს ნაპერწკლები
აღელვებულ წუთისოფლად.

ცეცხლი ცეცხლზე გადინთება,
დაუბერავს მკაცრი ქარი
და მოიარს ყოველ მხარეს
უკმარობის ნიაღვარი.

[1928]