შუალედი - დან - მდე
 
 


მეზღვაურებო!


[ციკლიდან „ეპოქა“]

აინთო შვება და მძლავრი ღამე,
აღარ ეშვება სულს სითამამე,
სტიქიის გრძნებით არ არის შხამი,
ძლიერი ხმებით ვიმღეროთ რამე.
მეზღვაურებო, ეს ოკეანე
მოიბურება ქარივით მწვანე,
შენ ხარ სამშობლო, ნავთა სავანე,
არ დაგვაობლო, იქ მიგვიყვანე.

[1928]