შუალედი - დან - მდე
 
 


ნავთსადგურთან


[ციკლიდან „ეპოქა“]

ზღვის ზედაპირი გარინდებული;
და იყო ცეცხლი გულში ნთებული,
მშვიდად სუნთქავდა ცა მოწმენდილი,
იყო საღამო შებინდებული.
იყო საღამო თვალუწვდენელი.
ხარობდა ჩუმად სამყარო მთელი:
თითქო შორიდან მოვიდა გემი
და გამოცოცხლდა დღე დღევანდელი.

[1928]