შუალედი - დან - მდე
 
 


ეჯახება ბორბალს ბორბალი


[ციკლიდან „ეპოქა“]

ამოდის ბოლი, კვამლების რკალმა
მილის ღეროსთან იწყო თამაში,
გამოუქროლა ბორიო ქარმა
და გაიტანა სახლთ აკლდამაში.
ნისლი ერევა სიშავის ფენებს
და ნაპერწკლებიც ირევა ალში,
იყვავილებენ ეს ყვავილები
წარსულში, ეხლა და მომავალში.
არა დამჭკნარი და გაცრეცილი
რვეულებიდან ირევა რკალი,
არამედ ისმის ქარხნის გუგუნი
და ეჯახება ბორბალს ბორბალი.

[1928]