* * * როს უცხოეთში იალქნიან ნავს
[ციკლიდან „ეპოქა“]
როს უცხოეთში იალქნიან ნავს
გრიგალმა ნაპირს მიაღწევინა,
მიწამ აღირსა შორით ალერსი,
ნავთსაყუდარმა არ მისცა ბინა,
ვერარა ჰპოვა უცხო მხარეში
ფილისტერების და ჭუჭყის გარდა,
ისევ შფოთიან ზღვას დაუბრუნდა,
ისევ სივრცისკენ გაინავარდა.
[1928]