შუალედი - დან - მდე
 
 


* * * შორს მოსჩანს მთები ამწვანებული...


[ციკლიდან „ეპოქა“]

შორს მოსჩანს მთები ამწვანებული
და სილაჟვარდის სიმაღლე მწვანე,
მაგრამ ახლოა ნავთსაყუდარი,
მისკენ მიილტვის მეიალქანე.
სიმშვიდის გრძნობით გული ევსება,
ხეტიალს უგზოს ეღება ბოლო.
ო, რა რიგ ძალგიძს, მოახლოებავ,
გული იმედით ააჩოჩქოლო.

[1928]