შუალედი - დან - მდე
 
 


* * * როცა უწყალოდ იღვრება სისხლი...


[ციკლიდან „ეპოქა“]

როცა უწყალოდ იღვრება სისხლი,
ახალთა დღეთა არის დამდეგი,
დაეჯახება ერთმანეთს რისხვით
დღეს კლასი კლასის წინააღმდეგი.
დეე, მჭექარე შენი ხმა ქუხდეს,
ხმა სიმართლისა, ძლიერი, ურჩი,
ესმოდეს მშრომელს მთელი ქვეყნისას,
რომ მტკიცე არის მომავლის ბურჯი.

[1928]