შუალედი - დან - მდე
 
 


* * * შენს მოწოდებას...


[ციკლიდან „ეპოქა“]

შენს მოწოდებას, შენს სიმთაჟღერას
ყურს უგდებს მასსა სულგანაბული
და გრძნობებს ფარულს, როგორც სიყვარულს
ის აორკეცებს გამოწაფული.
უყვარს მას ეს ხმა, გამოშუქება,
მიმავალ დღეთა დიდი დიდების,
მასში განითქვა მრავალი სიტყვა
ბრძოლათა მძლავრთა გაბედითების.

[1928]