შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ის მონა არის...


[ციკლიდან „ეპოქა“]

ის მონა არის, მონა საბრალო,
თვალთმაქცი მონა და უბედური,
ამაოდ ეძებ მასში თანაბარს,
ან ამაოდ გსურს იძიო შური.
დღე ღრუბლითაა გარემოცული,
მიმალულია მნათობი ცისა,
ღირს მასზე ფიქრი? არა: ეძიე
მხოლოდ ჰანგები სიხარულისა.

[1928]