შუალედი - დან - მდე
 
 


ბეწვზე გადარჩენილს


[ციკლიდან „ეპოქა“]

ახალგაზრდა ხარ, მბორგავი,
არც ღვინო და არც მაჭარი,
და შენც თავს იკლავ.. გათავდა.
ლაჩარი ხარ და ლაჩარი.
შენ უთრთი, შენ გეშინია,
გარბიხარ მხდალი, მშიშარა,
ბრძოლა ჯერ არც კი გქონია,
მაგრამ გრძნობებმა გიშარა.
ო, გაქცეულო! წაშლილო!
მუდამ ვიქნებით მკიცხველი,
როს მოგიგონებთ და დაგვწვავს
შენს მაგიერად სირცხვილი.

[1928]