შუალედი - დან - მდე
 
 


ახალი ნანა


[ციკლიდან „ეპოქა“]

დაიძინე, ალვისტანა,
ბევრია კი შენისთანა?
მშენებლობის დიდი დროა,
რომ არ თქმულა, იმისთანა.
წინანდელი თოხის ყანა
რჩება მამა-პაპასთანა,
შეესია ტრაქტორები,
კვალი კვალზე გაიტანა.
ინჟინერი თუ ხარ, განა
ცოტა არის ამოცანა?
სახლი დადგა იმისთანა,
საუბრობდეს ღრუბლებთანა.
ნეტა რაა იმისთანა,
ამომავალი მზისთანა,
შრომასთან რომ დროშებია,
გაერთიანებისთანა!

[1928]