შუალედი - დან - მდე
 
 


უზარმაზარი რეზერვუარის


[ციკლიდან „ეპოქა“]

რკინის მადანი, რკინის კარები,
ლიანდაგები ცხოვრების, ბინის,
ჰაერი, სუნთქვა და ჟრიამული -
ყველაფერია აქ მხოლოდ რკინის.
სახურავები, ხიდი, ლურსმნები
თვითონ ნიშანი სადმე თუ არის,
კვლავ ყველაფერი სუნთქვაა რკინის -
უზარმაზარი რეზერვუარის.

[1928]