შუალედი - დან - მდე
 
 


ღვიძავს რკინისგზის სახელოსნოებს


[ციკლიდან „ეპოქა“]

ღვიძავს რკინისგზის სახელოსნოებს:
ბორბლებს, რესსორებს, რონოდებს, ღერძებს,
ქურა აღვივებს და ასხივოსნებს
ყველაფერს, რასაც აქ შრომა ეძებს.
აქ ძახილია ლიანდაგების,
აქ ტრიალია სემაფორების,
შორი ძახილი სადგურებისა,
მოსვლის, შეხვედრის და განშორების.

[1928]