შუალედი - დან - მდე
 
 


* * * „ავაშენებო, როდისმე, დოკებს!“


[ციკლიდან „ეპოქა“]

„ავაშენებო, როდისმე, დოკებს!“
ახლა - რკინისებრ მაგარ მკლავებზე
რომ გადაიდებს უმძიმეს თოკებს
და მიდი-მოდის სახურავებზე,
გამურულია ჭვარტლებით, თითქო
არასდროს ის არ ყოფილა თეთრი.
მისთვის გარდუვალ წერტილით ითქვა
თქმა საბოლოო, ცივი და მკვეთრი.

[1928]