შუალედი - დან - მდე
 
 


სცენა - სუნთქვაა გახშირებული


[ციკლიდან „ეპოქა“]

დეკორატორი ამზადებს ფარდებს,
სდგამს ტყეს და იქით ქოხებს თოვლიანს
შენ ამ პიესის, მითხარ, რა გმართებს,
ან მანფრედები როსმე მოვლიან?
სცენა - სუნთქვაა გახშირებული,
საწამლავები იღვრება ჭიქით,
რამდენი მახსოვს ატირებული
ამ დერეფნებში, ამ ფარდებს იქით.

[1928]