შუალედი - დან - მდე
 
 


ლილიან ფრთებით


აჰა, შვენება! ოჰ, ეს ცისკარი
ოცნებამ ბაგით გაგაანგარა.
შემოგახვია შავი ზღვის ქარი
ლილიან ქარად - ბაგე ანკარა.
მოგცა ლურჯი ცა და მინანქარი,
გადაგაქცია ლილიან ქარად,
ნუ გვიანდებით, ნუ გვიანდებით,
ეშვება ღამე ლილიან ფრთებით.

[1927 წლამდე]