შუალედი - დან - მდე
 
 


ტყვია-წამალის ბოლი


როგორც თვითმკვლელი დღიურს,
შლიდა ლაჟვარდი ყანებს.
ვარდებს ეძინათ ტყიურს,
ტყესაც ეძინა მწვანეს.
ტყვია-წამალის ბოლი
გასცილებია ხაბოს,
მთვარეს ტბის არხევს ბროლი,
როგორც ხომალდის ნაფოტს.
ვარსკვლავებია თითბრის
და კოცონების ნთების.
ყრუ საიდუმლო მინდვრის,
ყრუ საიდუმლო მთების!

[1927 წლამდე]