შუალედი - დან - მდე
 
 


მისი პათოსი


მისი პათოსი მეტად დიდია
შემოხვეული ცეცხლის ჩრდილებით,
იგი მოხუცი ერუდიტია
სავსე მრავალი გამოცდილებით.

მოსამართლეა მისი თვალები,
სასჯელად არ ჰქმნის ახალ კანონებს,
შეუბრალებლად ანაძალები
ანგრევს ვერსალებს და ტრიანონებს.

[1927 წლამდე]