შუალედი - დან - მდე
 
 


ეს შეღამება


ეს შეღამება სხვისი სასძლოა,
სხვა სითეთრემ რომ ააქაღალდა.
მე ასე ვგონებ, და შესაძლოა,
ზეცაზე ყველა სული დაღალდა,
და გასაგონად: მსოფლიო, წყნარად!
იქ ნანგრევებად იქცა სოფელი;
დიდი ხანია იქცა არარად
და დახარხარებს მეფისტოფელი.

[1927 წლამდე]