შუალედი - დან - მდე
 
 


გაიცქირება მომავლისაკენ


ის დაფიქრებით და დაჟინებით
გაიცქირება მომავლისაკენ;
ვერც დამუქრებით, ვერც დაშინებით
ვერ გაიტაცეს ფიქრი მისაგან.
უფრო ძლიერად და უარესად
სურს გაარღვიოს თვალით ბინდები,
სად დარაზმულად და საკმარისად
ერთგული უცდის მას რაინდები.

[1927 წლამდე]