შუალედი - დან - მდე
 
 


იალქნები


ნისლი იზრდება და შორიდან გემთ იალქნები
თითქო ეხლავე ფიქრს უნდებიან,
დაბრუნდებიან ისევ თუ ვერ დაბრუნდებიან,
სადაა შორის გზა მისაგნები?

1920-იანი წლები