შუალედი - დან - მდე
 
 


ცეცხლი, მახვილი


ცეცხლი, მახვილი, სისხლი იყოს შენი სახელი,
დაინგრეს ძველი, სიხარული მოდის ახალი
და ამბობს ყველას გასაგონად: მსოფლიო, წყნარად:
შენი წარსული, შენი აწმყო იქცა არარად.
და დახარხარებს შენს ნანგრევებს: ცეცხლი, მახვილი...
ცეცხლი, მახვილი, სისხლი იყოს შენი სახელი.

[1918]