შუალედი - დან - მდე
 
 


რომანსი


პოემიდან

ცელქი ნაკადი
ნორჩ ყვავილს მკერდს ჰბანს,
ჰკრეფს ცის ლაჟვარდი
ფიქრთა შადრევანს.
ორი ვართ ველად,
ტოკავს ბუჩქნარი,
და მიმზიდველად
გვცემს ვნების ქარი.
ოდეს სიო მთის
არხევს შენს დალალს...
სთქვი, სევდა რისთვის
დაგციმციმებს თვალს?
სცოცხლობ და სხვებში
ვერ ვპოვებ შენს ცალს,
მოკვდები - მკერდში
ჩავიგებ ხანჯალს.
მტანჯავდა სევდა
დამწველ-მდაგველი,
ნაღველი მლევდა,
მწარე ნაღველი.
აწ ამოგვიღონ
გრძნობა თანდათან...
რაც სურთ, ის გვიყონ...
რაც სურთ, ისა სთქვან!

[1914 წლის ივნისამდე]