შუალედი - დან - მდე
 
 


ახალ ტფილისს


1
ახალ ტფილისს რას დააკლებს
წვიმიანი ამინდი.

2
ახალ ტფილისს რას დააკლებს
გაზაფხულის მუქარა.

3
ახალ ტფილისს რას დააკლებს
ნიაღვართ ტრიუმფები.

4
ახალ ტფილისს რას დააკლებს
სეტყვა, ჭექა-ქუხილი.

5
ახალ თბილისს რას დააკლებს
ღრევა-ღრუბლიანობა.

6
ახალ თბილისს რას დააკლებს
ელდა, სასო-წარკვეთა.

7
ახალ ტფილისს რას დააკლებს
ღვართქაფი-ნიაღვარი.

8
ახალ ტფილისს რას დააკლებს
ქვათა ნგრევა-ვალალი.

9
ახალ ტფილისს რას დააკლებს
რისხვა გარემოების.

10
ახალ ტფილისს ამით ბევრი
არა-დააკლდება-რა.

11
ახალ ტფილისს ვერარაგვარ-
გრიალი ვერ წააქცევს.

12
ახალ ტფილისს ვერ-რა ბედი
ვერ წაართმევს შვენებას.

13
ახალ ტფილისს სხვა ქვა-ლოდის
საძირკველი უგია.

14
ახალ ტფილისს არ აკლია
ხეები და სიმწვანე.

15
ახალ ტფილისს - რას დააკლებს -
ქართა ორომ-ტრიალი.