შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ეს ჩვენი ცხოვრება არაფერს ჰგავს...


ეს ჩვენი ცხოვრება არაფერს ჰგავს,
              ოტია ღვინოში იღუპავს თავს.
ოტია ითვლის მთვარეებს ცაზე,
             ის ერთი მთვარე მეტია ასზე.
და მთებიც ქანაობს, რა უნდათ სახლებს?
             ოტია იგერებს პოეტებს და ძაღლებს.
ოტია სულ მალე მოიკლავს თავს:
             გენია ღვინოში იღუპავს თავს...