შუალედი - დან - მდე
 
 


* * * და საქართველოს ჰქონდა...


და საქართველოს ჰქონდა, აქვს
ისტორიული წარსული თვისი...
ტრადიციები, რომელთაც დააქვს
გულის ხალისი, სულის ხალისი,
თავის შეგნება მართლმსაჯულების,
თავისი ენა და მიწა-წყალი,
მას ჰქონდა ხანა დაქანცულობის,
და არ გამხდარა მაინც საწყალი.
აქვს საკუთარი სიცოცხლის ალღო,
სიტყვიერება თვისი, სახალხო.

უნდა გაიხსნას და გაფართოვდეს
მისი გულისთქმა და ხმიერება,
რომ ცა იმედებს მარად ათოვდეს,
რომ ერად გრძნობდეს ქვეყნიერება.

რომ გაფაქიზდეს და გასპეტაკდეს,
რომ აღტაცებას მისწვდეს დაუჭკნობს,
გამომზეურდეს, გრძნობა გაღრმავდეს,
აყვავდეს იგი და გაიფურჩქნოს.