შუალედი - დან - მდე
 
 


ქვეყნად მარტო სურვილი საკმარისი როდია


გაუდგა გზას, სად ია
და ვარდი არ ეფინა.
მაგრამ ერთმა შემთხვევამ
ფული მოაგებინა.
მუყაითად იხმარა
გამრჯელობა, გონება
და ქალაქში დიდძალი
შეიძინა ქონება.
სახლი დადგა, სადაც ღრმა
ხევის დასასრულია,
ხალხის თვალშიც ამაღლდა,
შეიცვალა სრულიად.
რაკი მდგომარეობა
მისი გაუმჯობესდა,
ეხლა ყველას უყვარდა
მისი მძლეთამძლეობა.
მხიარული მოაწყო
ოჯახური ცხოვრება,
ცოლი ოჯახს ამაგრებს,
თვითონ ბედს ეომება.
ქალაქიდან ქალაქში
რომ მობეზრდა მდგმურობა,
უცხოეთშიც ისურვა
გემით მოგზაურობა.
თუმცა გულით დაობდა,
თან სულითაც გაბრუნდდა,
საჩუქრები მიიღო
და ოჯახში დაბრუნდა...
ცოლი რომ გადეხვია,
წამიც, ერთი ბეწვია,
მის სულიერ ცხოვრებას
რაღაც ეჭვი ეწვია...
რატომ შეხვდა გულცივად?
ეჭვმა გაიტყუა რა...
ჰკითხა: „მილიონერი
შევიქნები თუ არა?“
ასე, ბევრის მსმენელი,
კარგისაც და ავისა,
მშიერი, მოიმედე
მხოლოდ თავის თავისა.