შუალედი - დან - მდე
 
 


15 პოეტი


I
ჩვენ ერთად ვთარგმნიდით ნაზონს და ოვიდის,
ქუჩუ ქავთარაძე, დენდი და დემონი,
მუდამ ატარებდი მსუბუქ ხელთათმანებს.
თვალები გქონდა შენ დიდი და ცისფერი.
ლექსები დემონის მღეროდა, მღეროდა.
იყავ მეგობარი ჩემი უანგარო -
მაგრამ მიღალატე: თავი მოიწამლე,
იმ დროს, როცა ჩემთან რაღაც საშინელი
ლანდი მარტოობის მიახლოვდებოდა.
ქუჩუ ქავთარაძე! მაშინ შენთან ერთად
ჩემიც მოიწამლა ყრმობა ახალგაზრდა.

II
შემდეგ თვითმკვლელობა იყო ფშაველისა,
არდადეგებია - მახსოვს - სხვანაირის.
როცა ტფილისიდან, ფშავეთს დაუბრუნდა -
იყო შემოდგომა იმის არსებაში.
მაგრამ, როგორ მოხდა?...