შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მოსჩანს შორი ქედი...


მოსჩანს შორი ქედი,
წყდება ჩემი ბედი,
ბაზალეთის ტბასთან
მღერის თეთრი გედი.

რეკავს წუთი, წამი:
ერთი... ორი... სამი...
ბაზალეთის ტბასთან
მოსკდა ცრემლის ნამი.

დღეს, დღეს! არა ხვალე...
იგრძენ, მიხვდი, თვალე...
მალე, მალე, მალე...
შენ კი გენაცვალე.