შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ქვეყანა რომ მიმივლია...


ქვეყანა რომ მიმივლია -
არაფერი წამიგია,
მაგრამ რომ არ დავიღალე,
ეს კი ვეღარ გამიგია.
სული მშვენიერებისთვის
ფიანდაზად დამიგია,
სამშობლოსთვის კი ქარქაშში
მე ხმალი არ ჩამიგია.