შუალედი - დან - მდე
 
 


* * * აგერ ლაბა და ღვინია...


აგერ ლაბა და ღვინია,
             აგერ ვაზიანი ჭიგო.
ის, რაც კაცის გვირგვინია,
            არ იქნება, არ გავიგო!
მე ქუდს ვიხდი თქვენთან მდაბლათ,
            კარგო ლაბა და ღვინია!
შენ არა გაქვს იგი, წაბლავ!
            ქუდი კაცის გვირგვინია!
ქუდი კაცის გვირგვინია,
            მაგრამ განა ყველას ჰხურავს?
და თქვენც, ლაბა და ღვინია,
            არვინ გეტყვისთ აქ სამდურავს!