შუალედი - დან - მდე
 
 


მოცხარი


ჭინჭრების მწვანე ხავერდში ელავს წითელი მოცხარი,
ეტანებიან ბავშები შეჭინჭრულ-შენაცოცხარი.

ვერ დაგიფარავს, მოცხარო, იგი ცოცხი და ჭინჭარი,
შენ ისე მშვენიერი ხარ, მიმზიდველ-გასასინჯარი.

ბავში, დილიდან წასული, გასწევს მდინარის ნაპირით,
შეჭინჭრულ-შენაცოცხარი შინ მივა, მაგრამ რა პირით?

კვლავ ისე, მწვანე ხავერდში ელავს წითელი მოცხარი,
კვლავ ხელუხლები, მზიური, რა ჰქნას, ბავშია ცოცხალი.