შუალედი - დან - მდე
 
 


არაჩვეულებრივი ზამთარი 1911 წელს


ბათუმში თოვლი ისეთი არის,
რომ არ ხერხდება გაღება კარის.
შემოსწოლია კარებს ნამქერი,
ეს ოინია სუსხიან ქარის...

ამინდი მკაცრი, სწრაფი, უცები,
ამღვრეულია. თვით მოხუცები
ამბობენ: ალბად, ისევ იქნება -
აჯანყებები, რევოლÁუციები.

აქ დამთავრება ამინდის ხატვის
ჩვენ მიგვინდვია ისევე მათთვის.
ხვალ ამფეთქებელს ვმართავთ საღამოს!
ლოზუნგით: მზისთვის, მაისისათვის.