შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ვინც გუშინდელი


ვინც გუშინდელი
დღის ხსოვნას ჰკარგავს,
ჰკარგავს დღეის დღეს -
ჰკარგავს ხვალის გზას:
გუშინდელი დღე
დღევანდელს არ ჰგავს.
დღევანდელი ცა
გრძნობს ხვალინდელ ცას.