შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მიდის, მიღელავს მოხუცი მტკვარი...


მიდის, მიღელავს მოხუცი მტკვარი,
თითქო სვლა ნელი არჩია ლომმა,
ზვირთებზე ელავს მზიანი დარი,
ცა, კორდი, ველი და შემოდგომა...

ისეთი არის ეს ნაპირები,
ვით მეომარმა ხმალი დაპიროს,
ძვირფას მდინარის, რაღაც ირიბი
უხდება წარბი ჩვენს სანაპიროს.

გულში ნაგუბარს, თანაზიარი,
მასთან საუბარს განაგრძობს ქარი.