შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ჰაეროვანი ფრთა შემოდგომის...


ჰაეროვანი ფრთა შემოდგომის,
შემდეგ ზამთრისა და გაზაფხულის
გაფრინდა. დროა უეცარ ტყდომის,
უკანასკნელი დღეა ზაფხულის.
ჯერ კიდევ არ სჩანს ფერები ლომის -
უკანასკნელი დღეა ზაფხულის.
აგვისტოს კრთომის, სისავსის, ნდომის,
უკანასკნელი დღეა ზაფხულის,
უკანასკნელი დღეა ზაფხულის!