შუალედი - დან - მდე
 
 


* * * სდგას ყვავილთა ნოხები...


სდგას ყვავილთა ნოხები,
ველად მიდის გოგონა,
ანთებია ლოყები,
როგორც ჭიაკოკონა.

ანთებია თვალები,
უმანკო და ანკარა,
დაშლია დალალები
დილის ნამიან ქარად.

აჰ, მოვა თუ არა დრო,
უსაშველო აგეთი,
ღელვა კაცის დავაცხრო
შენი ცეცხლის ბაგეთი.

მოვა თუ არ ის წუთი -
ო, სასტიკო ნიობა,
მაგ მშვენიერ ძუძუთი
დასტკბეს კაცობრიობა.