შუალედი - დან - მდე
 
 


* * * თენდება და ბილიკით...


თენდება და ბილიკით
მოდის თოვლის ფანტელი,
სადღაც იმ ტყეებს იქით
ჩაქრა მშვიდი სანთელი.

დილამ სხივი მიჩალა,
დადგა ოქროს ნავები;
ველად გამოიშალა
თოვლის თეთრი კრავები.

არის ფერისცვალება,
სულში შორით მოსული.
ეს თეთრი ბრწყინვალება
რაღაც ანგელოსური.