შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ცხოვრებავ...


ცხოვრებავ, ჩვენთვის შენ არ ხარ დანტე,
ჩვენთვის არა ხარ არც ბეატრიჩე,
და არც ინფანტა -

არც სხვა მიზეზი,
არც ტანადი და მსუბუქი ქალი,
ნამდვილი მუზა ალარედ-დე-მიუსესი.

შენთვის მე არ ვარ ეხლა პეტრარკა,
ლაურას ვეღარ მონახავს ნიჭი,
რომ იყოს, იყოს, მაინც არ ვარგა!

ყველგან გვეძახის ცხოვრების ვალი.
ის სინამდვილეს მოელის ჩვენგან
აწ ადამიანს აქვს ასი თვალი,
და ხელები კი, ხელები ყველგან.

ჩემთვის შენ არ ხარ ის, რაც ხარ სხვისთვის,
ჩემთვის შენ არ ხარ, ჩემთვის შენ არ ხარ,
გადაკარგული ეაემერისთვის.

ჩემთვის შენ არ ხარ სხვაებრ ალური,
ჩემთვის შენ მხოლოდ სინამდვილე ხარ,
მტკიცე, ნამდვილი და რეალური!

ჩემთვის შენ არ ხარ სხვა და ფიქცია,
ჩემთვის შენ არ ხარ ნიმფა, ფერია,
გზა მხოლოდ ბრძოლად გადაგვექცია.

შენ ხმაში მედგარ ძახილად ტოკავს
არა ოცნება და მისტერია -
არამედ გრგვინვა ჩვენი ეპოქის.

რა საჭიროა შორით შორისო
გამოისმოდეს დრო,
დროა მტკიცე და საერთაშორისო!