შუალედი - დან - მდე
 
 


საეკლესიო შაირები


1
ეკლესიას, როგორც სჩანს,
მრევლი შეთხელებია,
ორად ორი კაცი ჰყავს:
ბაბუა და ბებია.

2
მღვდელს უთხარით: ხუცესო,
გული ნუ გაგვიწყალე,
ხალხს არ უნდა მაგ შენი -
უფალო, შეგვიწყალე.

3
მღვდლებო, თქვენი ცხოვრება
აწ ვაი და უია,
გამოვიდა თქვენი წირვაც,
მორჩა ალილუია.

4
გაამასხრეს ხუცესი,
დაამსგავსეს ავადმყოფს;
არც მიწაზე მყოფსა სწამს,
აღარც ცათა შინა მყოფს.

5
უნდოდათ გადანათვლა
შალომას და ყობოსი,
მათ კი არ სწამთ არც მღვდელი,
აღარც ეფისკოპოსი.

6
არც საკურთხი, არც ტაბლა,
უძლურია აქ ტორი,
კიდევ გულგასახეთქად,
მინდვრად გაჩნდა ტრაქტორი.

7
ხალხი ქრისტეს განუდგა,
აღარც ლოცვა, არც მარხვა;
მოდაში შემოვიდა
უდიაკვნოდ დამარხვა.

8
სოფლად რომ გაჩირაღდნდა
სხვანაირი სხივია,
ჩვენი ღმერთი და ხატი
ეხლა კოლექტივია.

9
წითელარმიელებო!
თუ სოფელში წახვიდეთ,
უსათუოდ იქაურს
მღვდელსაც მოინახვიდეთ.