შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ხალხით რომ აივსო მწერალთა კლუბია...


ხალხით რომ აივსო მწერალთა კლუბია,
მოვიდა ჭაბუკი. ხმა გავარდა: ჩხუბია.
სკამებს მაღლა ისვრის, მუშტებს ატრიალებს,
თვალებს აბრიალებს ერთი სამნაირად..
მე თქვენ გიჩვენებთო - და სულ ამნაირად..
ვინ არის ყრმა ესე - იკითხეს.
ეს ყრმა - უპასუხეს - არის ძველის ლანდი.
როსმე შეძლებული იყო კომერსანტი.
ეხლა, გაკოტრებულს, რეგვენს, არამკითხეს -
უნდა ფონს გავიდეს; ეშმაკმა წაიღოს!
ფუტურისტი არის, სხვა ვინ უნდა იყოს!