შუალედი - დან - მდე
 
 


* * * განადგურება თუ თან იახლე...


განადგურება თუ თან იახლე,
სიავევ, რასაც შენ ხელი ახლე, -
აღდგენად მიდგა აზრის სიმაღლე,
შეგნება კაცის, დროთა სიახლე...

აგროვებს ხალხი მშვენიერს ყოველს,
ჩუქურთმის მჭრელთა და ფარჩათ მქსოველს,
თბილისს, ქუთაისს თუ სვეტიცხოველს
ნანგრევიდან სწევს დროთა სიახლე.