შუალედი - დან - მდე
 
 


* * * არის ყრილობა. ყაყანი...


არის ყრილობა. ყაყანი.
ყაყაყაყანი ყანების.
საყანე ანაყაყანი,
ყაყანი აყაყანების.
ქვეყანამ იცის, თაყანა,
ეს ყორე, ეს საყანეა,
აქ ჩემს ლარს უნდა გაყვანა,
იქ კიდევ მურზაყანია.
თაყანა, თუ მურზაყანი
იძახის - დიდი ხანია:
ყვინჩას ეკუთვნის საყანე,
ის ყვინჩას მონაყვანია.
ყვინჩა ყვინჩილა არ არის
ყვინჩაი ბლოელ ვაჟია,
მადლი სწყალოებს ლაშარის,
ხვავიც ბევრი აქვს მკაშია.
არც ომში გამორჩეულა,
კარგი სახელ აქ მთაშია.
ყვინჩა არ დათმობს საყანეს,
სანამ მზე ლაღობ ცაშია.
ჩამამეხსენი, თაყანა,
ნუ გამხვევ ცოდობრალშია.
მაჰგკლამ, არ უნდა, თაყანა,
თუ ლუკმას მართმევ ძალშია.