შუალედი - დან - მდე
 
 


* * * იარე გზაზე...


იარე გზაზე,
სადაც ნისლია,
არსებობისთვის
მტვერის მხვეტავად.
იარე, სანამ
კი შეგიძლია,
ყოველ სიშორის
მიუხედავად.

ტოტმა, რომელიც
სიბნელეს ერთვის,
დიდი ხანია
იმ ხით, ურთხმელით,
მხოლოდ სიკვდილი
იმღერა შენთვის
ბნელ განაჩენით
გამოუთქმელით.