შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ტაშისცემისთვის...


ტაშისცემისთვის
            ქედს რისთვის იხრი,
ამქვეყნად ბრიყვი
           არსებობს ვინემ;
მხოლოდ ის იყოს
           პოეტის ფიქრი,
გაგიგოს ვინმემ,
           შეგიგრძნოს ვინმემ!
„გთხოვ: ტაშს არ აჰყვე,
           დაე, ვარსკვლავი,
..............................
ტაშს დაგიკრავენ,
           მშიერს მოგკლავენ“ -
იტყოდა ხშირად
           ვაჟა-ფშაველა.
დგეხარ სცენაზე...
................................
რა პოეტი ხარ,
           ტაშისცემისთვის
თუ იღრიჭები
           და იმანჭები.