შუალედი - დან - მდე
 
 


საბჭოთა მწერლების თავმჯდომარის ძებნაში


არ აირჩევ - არ იქნება -
აირჩევ და ვის?
თავმჯდომარედ ვერ გამოდგეს,
ვინაც ქუჩებს ჰგვის.

არ აირჩევ - არ იქნება -
აირჩევ და როს?
როგორ უნდა აირჩიო,
თუ არ ნიშნავ დროს!

არ აირჩევ - არ იქნება,
აირჩევ და სად?
ბარგებს ჰკრავენ, აგარაკზე
წასვლისთვის ვართ მზად.