შუალედი - დან - მდე
 
 


* * * აბა, მოსე, ჩემო მოსე...


აბა, მოსე, ჩემო მოსე,
შეივსე და შეიმოსე -
ფილოსოფოსს შენისთანას
ჭამა უნდა თავის დროზე.

თუ არ სვა და თუ არ ჭამა,
უცხონდება მეტი მამა,
რაც იმან ვერ შეისწავლოს
გეგელი და დასტურ-ლამა.

თუ ფულები არ აკეთოს,
მნათობი არ მიაკეტოს,
დააქადნოს აინშტაინს,
რაც რომ იმან გააკეთოს.

ისტორიკოს იტყვის პოსსე,
ასე სჯობსო თავის დროზე:
გალაკტიონ ლექსებს სწერდეს
და გონორარს სჭამდეს მოსე.