შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ფინლიანდიის საქმეთა მინისტრს...


ფინლიანდიის საქმეთა მინისტრს
მე მინდა ვუთხრა: ეტო ნიჩევო!
შენი პორტფელი მხოლოდ ლანდია -
ვინაიდან თვით ფინლიანდია
მშვენივრად გასძლებს უროდიჩევოდ!

ფინლიანდია თვით როდი ირჩევს
ყოველ კერენსკის, ყოველ როდიჩევს.
დიდმპყრობელური რუსეთის გრძნობა
ყოველ ნაბიჯზე მათში იცნობა.

მათი ალერსი მხოლოდ ფანდია,
არ ენდო მაგათ, ფინლიანდია!