შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ტელეფონით ვეძახი...


ტელეფონით ვეძახი
ნიკოლაძეს, იაკობს.
ის კი სახლში არ არის -
ნეტა სად უხიაკობს?

ეხლა რა ყოფაშია
მისი კერპი - როდენი,
წარმოდგენაც არა აქვს
თუნდ იოტის ოდენი.

კომპანიის დამწყები
„კულტურა ი ჟიზნ“-ია.
ამბობს: ჩვენი დამმხობი
იმპრესიონიზმია.

ამბობს: იმნაირია
მოქანდაკე როდენი -
შვენებას ვერ დაიჭერ,
აზრსაც ვერ გამოდენი.